სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 1962), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964). 1971 წლიდან დაიწყო მუშაობა მწვრთნელად; 1976–1993წწ. იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 1977–1982წწ. სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი; მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა 1979 წელს. ავარჯიშებდა ბელგიისა (1999–2001) და იაპონიის (1992, 1996, 2000, 2002) კლუბების სპორტსმენებს; მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი; შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში; სპორტის სახეობა: სპორტული და მხატვრული ტანვარჯიში.
საქართველოს მომავალი თაობის აღზრდა -განათლებაში, ბავშვთა ფიზიკურ და სულიერ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი ორგანიზაციული, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
ნელი სალაძის აკადემია / Nelly Saladze Accademy
Copyright © 2023. All rights reserved.